ვიკივერსიტეტი:საავტორო უფლებები

From Wikiversity
ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
ვიკივერსიტეტის სტატიები ვრცელდება GNU Free Documentation License (GNU FDL) ლიცენზიით.

ვიკივერსიტეტის ლიცენზიის გამოყენება ხელმისაწვდომს ხდის აქ მოთავსებულ ინფორმაციას იგივე პრინციპით, როგორც უფასო პროგრამული უზრუნველყოფა არის თავისუფალი ლიცენზიით. შესაბამისად, ვიკიპედიის მთელი მოცულობა შეიძლება გადაღებულ იქნეს, შეიცვალოს და სხვა წყაროებზე გავრცელდეს იმ პირობით თუ ეს ახალი ვერსიებიც იგივე უფლებებით გავრცელდება სხვებზე და მიუთითებს გამოყენებული ვიკიპედიის სტატიის ავტორებზე (პირდაპირი ბმული ამ სტატიაზე აკმაყოფილებს ჩვენს ავტორის კრედიტის მოთხოვნებს). ამგვარად ვიკიპედიის სტატიები დარჩება თავისუფალი მუდმივად და მისი გამოყენება შეუძლია ყველას გარკვეული შეზღუდვებით, რომელთა უმრავლესობა ამავე თავისუფლების გარანტის საფუძველია.

ზემოთ ხსენებული მიზნების განსახორციელებლად ვიკივერსიტეტიში მოთავსებული ტექსტები საზოგადოებისთვის ლიცენზირებულია GNU Free Documentation License (GFDL) პირობით. სრული ტექსტი ამ ლიცენზიისა მოყვანილია ამ გვერდზე Wikipedia:Text of the GNU Free Documentation License. ამ ტექსტის შეცვლა არ შეიძლება ლეგალურ მიზეზთა გამო.

უფლება გაცემულია ამ დოკუმენტის კოპირებაზე, გავრცელებაზე და/ან მოდიფიცირებაზე GNU თაფისუფალი დოკუმენტაციის ლიცეზიის პირობებით, ვერსია 1.2 ან ნებისმიერი გვიანდელი ვერსია გამოქვეყნებული თაფისუფალი პროგრამული უზრუნველოფის ფონდის (Free Software Foundation) მიერ.
ლიცენზიის ასლი თან ერთვის სექციას სათაურით GNU Free Documentation License.
ვიკიპედიის შემადგენლობა დაცულია პასუხისმგებლობის უარყოფის პირობებით.

გარე ტექსტების გამოყენება სტატიებში[edit]

გარე ტექსტის განთავსება ქართულ ვიკივერსიტეტიში დაიშვება მხოლოდ ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულების შემთხვევაში:

  • თუ ეს ტექსტი საზოგადოებრივი საკუთრებაა (როგორც აშშ-ში, ისე წარმოშობის ქვეყანაში);
  • თუ ეს ტექსტი საავტორო უფლებების ობიექტს არ წარმოადგენს (მაგ. რიგ ქვეყნებში ამგვარ ტექსტებად ითვლება ოფიციალური დოკუმენტები, ფოლკლორი, სატრანსპორტო განრიგისა და ტელეპროგრამების აღწერა და მისთ.);
  • თუ თქვენ ხართ ამ ტექსტის ავტორი და თანახმა ხართ მისი გავრცელების, ცვლილებისა და გამოყენების (მათ შორის კომერციული თვალსაზრისით) GFDL ლიცენზიის პირობების თანახმად.
  • თუ საავტორო უფლების მფლობელმა მოგანიჭათ უფლება მის გავრცელებაზე, ცვლილებაზე და გამოყენებაზე (მათ შორის კომერციული თვალსაზრისით) GFDL ლიცენზიის პირობების თანახმად.

ყურადღება! შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია შინაარსის შემოტანამდე გადამოწმდეს საავტორო უფლებების სისწორე არსებულ წყაროებში.

დაშვებულია ფაქტების (ფაქტობრივი ინფორმაციის) სესხება სტატიის ობიექტის შესახებ.

დაშვებულია ციტატის გამოყენება ლიცენზირებული წყაროებიდან.