საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები
ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს საკუთარი სიმბოლოები — დროშა, გერბი, ჰიმნი — აქვს. საქართველო გამონაკლისი არ არის. მოქალაქეები ეროვნულ სიმბოლოებს დიდ პატივს სცემენ. ჰიმნის გაგონებისას ფეხზე დგებიან, ყველაზე მნიშვნელოვან საერთო ეროვნულ დღესასწაულებზე დროშებს ფენენ, ყველა სახელმწიფო უწყების ოფიციალურ დოკუმენტებზე გერბს გამოსახავენ.
ისტორია
[edit]საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები მარტო მე-20 საუკუნეში სამჯერ შეიცვალა რაც დაკავშირებული იყო ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებთან. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შემოიღო დროშა, გერბი და ჰიმნი, თუმცა 1921 წელს საბჭოთა კავშირმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს ძველი სიმბოლოები აღსდგა, მაგრამ 2004 წელს რევოლუციის შემდეგ მოსულმა ახალმა მთავრობამ ახალი სიმბოლოები შემოიღო. ასევე დროშა აღნიშნულია ეკლესიების კედლებზეც.
საინტერესო ფაქტები
[edit]- როდესაც რუსეთმა 2008 წელს მოახდინა შიდა ქართლის ნაწილის ოკუპაცია, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მისთვის როგორც მუსლიმისთვის, რთული იყო საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ხელში აღება, მაგრამ დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ მან სიამაყით აღმართა ეროვნული დროშა