Template:იცით თუ არა
Appearance
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში
- „მადრიდის“ რეალს ყველაზე მეტი უეფას „ჩემპიონთა ლიგა“ აქვს მოგებული (13)
- მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა
- პირველი მონოთეისტური რელიგია ძველ ეგვიპტეში წარმოიშვა
- როდესაც ჩინგის ყაენი დაიბადა, იმ ღამეს საშინელი ჭექაქუხილი იყო, ახალშობილს კი მარჯვენა ხელში სისხლი ჰქონდა, მას დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი უდიდესი დამპყრობელი გახდებოდა და უამრავ სისხლს დაღვრიდა
- სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს
- XX საუკუნის შუაწლებიდან სიტყვა „ინფორმაცია“ სამეცნიერო ტერმინი გახდა, რომელიც გულისხმობს ცნობების გაცვლას ადამიანებს შორის, ადამიანსა და ავტომატს შორის, ავტომატებს შორის, ასევე სიგნალების გაცვლას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში, თვისებების გადაცემას უჯრედიდან უჯრედისათვის, ორგანიზმიდან ორგანიზმისათვის. ინფორმაცია კიბერნეტიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა.